საქართველოს რამდენიმე კურორტზე განაშენიანება ქაოსურად განხორციელდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბახმაროში განაცხადა.მისი თქმით, ავსტრიელი ექსპერტები ბახმაროს განვითარების გეგმის ექსპერტიზას ჩაატარებენ, რათა მსგავსი პრობლემები აღნიშნულ კურორტზეც არ შეიქმნას.
„ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა გაითვალისწინებს იმას, რომ ბახმაროში იყოს ფაქტობრივად ოთხსეზონიანი კურორტი, განაშენიანება იყოს ტიპური და არა ქაოსური, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს რამდენიმე კურორტზე მოხდა. ამასთან ერთად, ავიყვანთ ავსტრიელ ექსპერტებს, რომ მოხდეს განვითარების გეგმის ექსპერტიზა, რათა საუკეთესო ევროპული გამოცდილების მიხედვით დავაპროექტოთ ეს კურორტი და ვაქციოთ საქართველოს ერთ-ერთ მარგალიტად”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.