ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა დაზარალებულებს მინისტრთან შეხვედრის დეტალები გააცნო. იოსებ ქარუმაშვილმა მოსახლეობას განუმარტა, რომ ფულადი კომპენსაცია არ გაიცემა და დაზიანებულ ყურძენს ღვინის კომპანიები ჩაიბარებენ. ქარუმაშვილმა ადგილობრივებს ასევე აგროდაზღვევით საგრებლობისკენ მოუწოდა.
ფერმერები მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ მოსავალი სრულად განადგურებულია და სახელმწიფოსგან ანაზღაურებას მოითხოვენ.
"ქარხნები ჩაიბარებენო, რომ გვითხრეს, ვისაც სრულად გაგვინადგურდა, ჩვენ რა უნდა ვქნათ?! ამდენი ხარჯი გავწიეთ, მოყვანილი მოსავალი სულ გაგვინადგურდა. ვითხოვთ ფულად დახმარებს", - აცხადებენ დაზარალებული ფერმერები.