რეფინანსირების აუქციონზე სამი კომერციული ბანკის განაცხადი დაკმაყოფილდა

ეროვნული ბანკის დღეს გამართულ 7-დღიან რეფინანსირების აუქციონზე, რომლის მოცულობამ 505 000 000 ლარი შეადგინა, სამი კომერციული ბანკის განაცხადი დაკმაყოფილდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.00 პროცენტით, მაქსიმალური 4.01 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.00 პროცენტით განისაზღვრა.

რეფინანსირების აუქციონები ყოველკვირეულად, ხუთშაბათობით ტარდება და წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს.