"გაზპრომი" უკრაინას ულტიმატუმს უყენებს

"გაზპრომი" უკრაინას ემუქრება.

"16 ივნისს, 10:00 საათამდე გაზის კომპანია თავის ანგარიშზე მლრდ 951 მილიონ დოლარს თუ არ ნახავს, უკრაინისთვის წინასწარი გადახდის რეჟიმი დაწესდება", – განაცხადა "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა.

მისი თქმით, "გაზპრომი" უკრაინისთვის წინასწარი გადახდის რეჟიმის შემოღების საკითხს მეტად აღარ გადაწევს. მილერის განცხადებით, რუსული მხარე ევროკომისიის წინაშე დათმობაზე ბევრჯერ წავიდა.

რაც შეეხება დასახელებულ თანხას, მილერის თქმით, აქედან მლრდ 451 მილიონი დოლარი მოიცავს გაზზე დავალიანებას გასული წლის ნოემბერ-დეკემბრამდე პერიოდში.