ნავთობსა და გაზზე ფასები იზრდება

ერაყში შექმნილი ვითარების ფონზე ნავთობის ფასმა 9 თვის წინანდელ მაქსიმუმს მიაღწია.

ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება. ივლისის ფიუჩერსები მსუბუქ "WTI"-ის მარკის ნავთობზე თითქმის 2 %-ით გაიზარდა და ბარელზე 106 დოლარი შეადგინა, რაც 2013 წლის სექტემბის შემდეგ ღირებულების მაქსიმალური ზღვარია. 1,7 %-ით გაიზარდა გაზის საფასურიც და ერთ გალონზე 2,95 დოლარი შეადგინა.

ფასების ზრდის მიზეზი ერაყში შექმნილი ვითარებაა, რის გამოც არსებობს საშიშროება, რომ ქვეყნიდან საწვავის ექსპორტი შეწყდება.