მართვის მოწმობის აღება წლის ბოლოდან გართულდება - როგორ ჩააბარებენ პრაქტიკულ გამოცდას მომავალი მძღოლები?

მარ­თვის მოწ­მო­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­და სულ მალე მო­ედ­ნი­დან რე­ა­ლურ სივ­რცე­ში - ქუ­ჩა­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს.მო­მა­ვალ მძღო­ლებს წლის ბო­ლო­დან მარ­თვის უნა­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა ორ ეტა­პად მო­უ­წევთ. თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მოც­დას და­ხუ­რულ მო­ე­დან­ზე ჩა­ა­ბა­რე­ბენ და ამის შემ­დეგ რუს­თავ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ ქუ­ჩა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა კონ­კრე­ტულ დე­ტა­ლებს ამ სა­კი­თხზე სა­კა­ნონ­მდებ­ლო მუ­შა­ო­ბა ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც შსს-ს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში გან­მარ­ტა­ვენ, წლის ბო­ლომ­დე ყვე­ლა სა­კი­თხი მოგ­ვარ­დე­ბა და მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­დის ახა­ლი სტან­დარ­ტით ჩა­ბა­რე­ბა აღარ გა­და­ი­დე­ბა. შს სა­მი­ნის­ტრომ ამ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე მუ­შა­ო­ბა გა­სულ წელს და­ი­წყო და რო­გორც მა­შინ და­ა­ნონსდა, მო­მა­ვალ მძღო­ლებს მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბუ­ლად ჩა­ბა­რე­ბა 2018 წლის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რი­დან მო­უ­წევ­დათ, თუმ­ცა შემ­დეგ წლის ბო­ლომ­დე გა­და­ი­დო.

პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­და ორ ეტა­პი­ა­ნი იქ­ნე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი დე­ტა­ლე­ბი ჯერ კი­დევ და­უ­ზუს­ტე­ბე­ლია. რო­დი­დან და რა ცვლი­ლე­ბე­ბით მო­უ­წევთ გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბის მსურ­ვე­ლებს? - ამ სა­კი­თხზე AMBEBI.GE-ს შსს-ს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე იმე­და მა­კა­სა­რაშ­ვი­ლი ესა­უბ­რა.

„მარ­თვის მოწ­მო­ბის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის ახა­ლი სტან­დარ­ტით ჩა­ბა­რე­ბას 2018 წლის ბო­ლო­დან შეძ­ლე­ბენ. პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა რე­ა­ლურ სივ­რცე­ში თავ­და­პირ­ვე­ლად 10 ქა­ლაქ­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი: რუს­თა­ვი, გორი, თე­ლა­ვი, ახალ­ცი­ხე, ქუ­თა­ი­სი, სა­ჩხე­რე, ოზურ­გე­თი და ბა­თუ­მი. პირ­ველ ეტაპ­ზე გა­მო­ნაკ­ლი­სი იქ­ნე­ბა ფო­თის და ზუგ­დი­დის მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრე­ბი, ამ ქა­ლა­ქებ­ში სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მის და ქუ­ჩე­ბის მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდე­ბა. რო­გორც კი სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რულ­დე­ბა და შე­იც­ვლე­ბა ქა­ლაქ­ში გზე­ბის სა­ფა­რი, შემ­დეგ მოხ­დე­ბა გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბაც.

რუს­თავ­ში სა­გა­მოც­დო ტე­რი­ტო­რი­ად რამ­დე­ნი­მე ქუჩა შე­ირ­ჩა, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია უკვე მი­ე­წო­და და მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა. თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით არ მოხ­დე­ბა ამის და­კონ­კრე­ტე­ბა“, - გვი­თხრა მა­კა­სა­რაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით, გა­მოც­და თავ­და­პირ­ვე­ლად და­ხუ­რულ სივ­რცე­ში ჩა­ტარ­დე­ბა და შემ­დეგ გა­და­ი­ნაც­ვლებს ქუ­ჩა­ში.

„ეს პრო­ექ­ტი გუ­ლის­ხმობს არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას - ყვე­ლა მსურ­ვე­ლი გა­ივ­ლის პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დას და­ხუ­რულ მო­ე­დან­ზე, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იყოს მა­ღა­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტი და მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი კან­დი­და­ტი არ გა­ვი­დეს ქუ­ჩა­ში. ჩვენ პირ­ველ რიგ­ში და­ხუ­რულ სივ­რცე­ში შე­ვა­მოწ­მებთ, რამ­დე­ნად ფლობს მო­ქა­ლა­ქე მან­ქა­ნის ტა­რე­ბის უნა­რებს და თუ ჩავ­თვლით, რომ მას შე­უძ­ლია ქა­ლაქ­ში ჩა­ბა­რე­ბა, დავ­რთავთ ნე­ბას გა­ვი­დეს და ქა­ლა­ქის პი­რო­ბებ­ში ჩა­ა­ბა­როს გა­მოც­დე­ბი“, - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ. იხილეთ სრულად