დიდუბის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის შესაბამისად, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები 11 მისამართზე დაფინანსდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, შენობის ბრტყელი და ქანობიანი სახურავების რეაბილიტაცია დიღმის მასივის მე-3 კვარტლის N26 კორპუსში და აკაკი წერეთლის გამზირის N13 კორპუსში მიმდინარეობს, ხოლო ბაგრატიონის ქუჩის N29-სა და დიღმის მასივის მე-3 კვარტლის N5 კორპუსში სამუშაოები უკვე დასრულდა.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადებების საფუძველზე, ერთ მისამართზე მიმდინარეობს სართულშუა ნაპრალების ამოვსების სამუშაოები, ხუთ მისამართზე - შიდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია, ხოლო ერთ მისამართზე უკვე დასრულდა.
აღნიშნულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებენ და მათი საერთო ღირებულება 143 440 ლარს შეადგენს.