გერმანიის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, იმ ფონზე, როცა აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობები გაუარესებულია და ბრიტანეთის ბრექსიტი ახალ გამოწვევებს აჩენს, გერმანიის ეკონომიკისთვის თურქული ლირას კრიზისი დამატებით რისკებს ქმნის.
„თუმცა მიუხედავად ასეთი რისკებისა, გერმანიის ეკონომიკა მცურავ რეჟიმშია, ამას კი განაპირობებს სახელმწიფო ხარჯების მხარდაჭერა, კერძო მომხმარებლების ზრდა, დაბალი საპროცენტო განაკვეთები, მყარი შრომითი ბაზარი და შემოსავლის რეალური ზრდა“ - წერია გერმანიის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს პოზიციით, მიუხედავად მსოფლიო სავაჭრო ომის საშიშროებისა, კომპანიები ინვესტიციების ზრდის მოლოდინში არიან, ხოლო ეკონომიკა „თავს კარგად“ გრძნობს.
როგორც ცნობილია, თურქეთის ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებაში წელს 40%-იანი გაუფასურება განიცადა, რომელიც შტატებსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესებისა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მხრიდან ქვეყნის ფულად პოლიტიკაზე ზეწოლის შედეგია.
ცნობისთის, გერმანია თურქეთისთვის მეორე უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა, რომლისთვისაც თავის მხრივ, ევროკავშირი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
კოკა კვირკველია