ყატარის სამეფო ოჯახი თვითმფრინავს ყიდის, ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს. სავარაუდო ფასი 500 მლნ ევროა.
„ბოინგ 747-8“-ში, 2 სართულზე 10 სააბაზანო, რამდენიმე მოსასვენებელი ოთახი და დიდი საძინებელია განლაგებული.
თვითმფრინავის ინტერიერის ძირითადი ფერები ლურჯი, თეთრი და ოქროსფერია. აქ არის ასევე, სამედიცინო ცენტრი და ძალიან დიდი ზომის სასადილო ოთახი.
ნახეთ ვიდეო : 10 სააბაზანო, რამდენიმე ოთახი, სამედიცინო ცენტრი - ყატარის სამეფო ოჯახი თვითმფრინავს ყიდის
თვითმფრინავი თავდაპირველად 467 ადამიანის გადაყვანას ითვალისწინებდა, თუმცა ყატარის სამეფო ოჯახმა დასაჯდომების რაოდენობა მინიმუმამდე შეამცირა, რომ საჭირო სივრცე ჰქონოდათ. კითხვის გაგრძელება