ტრამპმა რუსეთს სანქციების მოხსნის პირობები დაუსახელა

„როიტერსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, განიხილოს რუსეთისთვის სანქციების მოხსნა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი სირიასა და უკრაინაში ერთობლივი მუშაობისთვის, შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს.

ტრამპის თქმით, პუტინთან შეხვედრისას არსებული თბილი ატმოსფეროს მიუხედავად, ის თვლის, რომ რუსეთთან მიმარეთებით მას გაცილებით ხისტი დამოკიდებულება აქვს, ვიდრე შეერთებული შტატების რომელიმე სხვა პრეზიდენტს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მხოლოდ იმ სანქციების მოხსნა შეუძლია, რომლებიც მის მიერ არის შემოღებული. დანარჩენი სანქციები კი კონგრესმა შემოიღო კანონით, რომელიც ასე გამოითქმის: „ამერიკის მოწინააღმდეგეებზე სანქციების კანონით ზემოქმედების აქტი“.

ამის პასუხად, რუსეთის პრეზიდენტის პრეს მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინსთან დაკავშირებით, ქმედთი ნაბიჯების გადადგმას მოსკოვიც ემხრობა და რომ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული სიტუაცია გვარიანად გაიყინა. ამას კი, მისი თქმით, ხელს კიევის პოზიციაც უწყობს, რომელიც არაფერს აკეთებს მდგომარეობის დასარეგულირებლად. პესკოვის თქმით, კარგი იქნებოდა, ტრამპს დაეკონკრეტებინა, თუ რას ელის აშშ რუსეთისგან უკრაინასთან დაკავშირებით.