ევროკავშირში კასპიის ზღვის რეგიონში მოპოვებული ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდის საკითხს განიხილავს 25 აგვისტოს ბაქოში ვიზიტის დროს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.
ამის შესახებ გერმანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ბრიტანული Financial Times-ი წერს.
გამოცემის წყაროს ცნობით, მერკელი გამოთქვამს მნიშვნელოვან დაინტერესებას სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის მიმართ, რომლიდანაც შაჰდენიზის ბუნებრივი აირის მიწოდება მოხდება თურქეთის გავლით ევროპისთვის. როგორც გერმანელმა ჩინოვნიკმა დასძინა, ევროპას სურს ამავე გაზსადენით ევროპამ ასევე მიიღოს თურქმენული და ირანული გაზი.
Financial Times-ი თავის მხრივ აღნიშნავს, რომ ბერლინი სულ უფრო მეტ წნეხს განიცდის ვაშინგტონის მხრიდან გერმანული კომპანიების პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ში მონაწილეობის გამო, ასევე ბრიუსელის მხრიდან, რომელიც დაჟინებით ითხოვს ევროპისთვის ენერგორესურსების დივერსიფიცირებას.
კოკა კვირკველია