„გადასასვლელი ხიდების ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი არის ვიზუალური მხარე,“ - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ის მეტალის კონსტრუქციები, რაც დედაქალაქშია, არ შეესაბამება ქალაქის იერსახეს.
„გადასასვლელი ხიდების ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი არის ვიზუალური მხარე. ის მეტალის კონსტრუქციები, რომელიც დღეს ქალაქში დგას, არც თუ ისე ლამაზია და მაინც და მაინც არ შეესაბამება ქალაქის იერსახეს. დღეს დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ შევიმუშავოთ უფრო უკეთესი ვიზუალი. რა თქმა უნდა, ქვეითებისთვის უსაფრთხო გადასასვლელის მოწყობა პრიორიტეტულია, მაგრამ როდესაც შეიძლება პარალელურად ვიზუალურ მხარეზეც ვიზრუნოთ, ესეც უნდა გავაკეთოთ,“- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.