სადაზღვევო კომპანიების მოგება იზრდება. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკით, 2018 წლის პირველი ნახევარი კომპანიებმა 16,34 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.ეს თითქმის 14 მლნ ლარით მეტის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2017 წლის მეორე ნახევარში წმინდა მოგებამ შეადგინა 2,43 მილიონი ლარი.
2018 წლის II კვარტლის ბოლოსთვის მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 295,28 მილიონი ლარი, 47.9 მილიონით მეტი, ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში.
ასევე მკვეთრი ზრდაა აქტივებშიც. სექტორის აქტივების მოცულობა 699.37 მილიონია, ნაცვლად წინა საანგარიშო პერიოდში არსებული 602 მილიონისა.
ბაზარზე ამ დროისათვის 17 სადაზღვევო კომპანია ოპერირებს. 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.