აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობაზე 3,5 მილიარდი დოლარი დახარჯა.
„კედლის მშენებლობა დაწყებულია და ჩვენ უკვე 3,5 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. მიმდინარე წლის ბიუჯეტში ჩვენ 5 მილიარდ დოლარს ვითხოვთ“, - განაცხადა ტრამპმა ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში.
მან აღიარა, რომ სურს, კედლის მშენებლობა უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობდეს, თუმცა აცხადებს, რომ „დემოკრატებთან საქმის დაჭერა ძალიან რთულია“.
მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა უკანონო მიგრაციის აღსაკვეთად ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი დაპირება იყო.