ბაროზუ : ასოცირების ხელშეკრულება ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას

ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ქართველ ხალხს რეფორმების განხორციელება.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ მთავრობის კანცელარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ ვემზადებით ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთვის. იგი არის უდიდესი სტიმული საქართველოს ეკონომიკისთვის. ხელშეკრულება ეხება საერთო ღირებულებებს. იგი ეხება არამარტო საქართველოს ბიზნესს, არამედ ქართველ მომხმარებლებს და ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას და ურთიერთობების სტაბილურობას", - განაცხადა ბაროზუმ.

მან ასევე ხაზი გაუსვა დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობას ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.