foodpanda განახლებულ smartphone  აპლიკაციას გთავაზობთ

სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.

ქართულ ბაზარზე გერმანული ბრენდი foodpanda გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლის სწორედ ამ მოთხოვნას პასუხობს.

როგორც კომპანიაში ამბობენ, foodpanda ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის. შეკვეთის მობილურიდან გაკეთება და foodpanda-ს განახლებული smartphone აპლიკაციის გადმოწერა უკვე შესაძლებელია.

გამარტივებული ფორმით 50-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge) განახლებული მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.

შეკვეთის პროცესი მარტივია: ხსნით foodpanda-ს მობილურ აპლიკაციას. შემდეგ უთითებთ თქვენს ქალაქს და უბანს, ირჩევთ რესტორანს, ირჩევთ კერძ(ებ)ს, ასრულებთ შეკვეთას და ელოდებით მოტანას. რაც მთავარია, foodpanda-ზე ყველა ფასი პარტნიორი რესტორნების ფასების ანალოგიურია და მომხმარებელს არ უწევს არანაირი დამატებითი ფასნამატის გადახდა. თანხის გადახდა ამ ეტაპზე კურიერის ადგილზე მოსვლისას ნაღდი ფულით ხდება, მაგრამ უახლოეს პერიოდში დაემატება ონლაინ ბარათით გადახდის ფუნქციაც.

foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, წელს უკვე საქართველოშია.