იყიდება აუქციონზე ტაბახმელაში მდებარე უძრავი ქონება

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქალაქ თბილისში, სოფელ ტაბახმელაში მდებარე 3 453 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ N81.02.19.754). უძრავი ქონების საწყისი ფასი 70 000 ლარს შეადგენს.

აუქციონის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.eauction.ge/Home/EntityView/546000

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სხვა საპრივატიზებო ობიექტების სანახავად ეწვიეთ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ–გვერდს http://nasp.gov.ge/ ან დარეკეთ  სააგენტოს ცხელ ხაზზე:  (+995) 32 298 11 11.