“ქართული ხილის კომპანია“ საწარმოს დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა სეზონის დადგომამდე მიღებული პრაქტიკაა, რადგან ფერმერებისთვის ინფორმაცია წინასწარ იყოს ხელმისაწვდომი.

ამის შესახებ ინფორმაციას ,,ქართული ხილის კომპანია“ ავრცელებს.

"გვინდა განვაცხადოთ, ,,ქართული ხილის კომპანიამ“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში 600 000 $ -იანი იაფი კრედიტი მიიღო და სოფელ ჩუმლაყში ხილის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა, რომელიც 12 ივნისს საზეიმოდ გაიხსნა. საწარმო გახსნილია, მუშაობს ადმინისტრაციული ნაწილი, ხოლო საოპერაციო ნაწილი მოსავლის მისაღებად მზად არის და საექსპორტო ხილის სეზონის ბაზარზე გახსნისთანავე ჩაეშვება. მოსავლის ჩაბარება 20-25 ივნისიდან დაიწყება და ამ პროცესის ნახვა ნებისიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

გუშინ გაიმართა საწარმოს ოფიციალური გახსნა და ხილის დამუშავების სადემონსტრაციო ჩვენება, რომელსაც ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი, კომპანიის უცხოელი ბიზნესპარტნიორები და სხვა საპატიო სტუმრები. გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა სეზონის დადგომამდე მიღებული პრაქტიკაა, რადგან ფერმერებისთვის ინფორმაცია წინასწარ იყოს ხელმისაწვდომი და მოსავლის აღებას მომზადებულები შეხვდნენ" ,- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.