ყველაზე უცნაური 10 რამ, რაც დაუზღვევიათ

უმეტესობა ჩვენგანისთვის დაზღვევა ასოცირდება ჯანმრთელობის, მოგზაურობის და ავტომობილის დაზღვევასთან, მაგრამ მას აქვს უცნაური და უფრო საინტერესო მხარეც.მაგალითად, ცნობილი ადამიანების სხეულის ნაწილების, უცხოპლანეტელების მიერ მოტაცებისა და მითიური არსებიბის აღმოჩენისგან დაზღვევაც. ასეთი დაზღვევების უმრავლესობა ლონდოში, კომპანია Lloyd’s-ში ხდება.

წარმოგიდგენთ დაზღვევის 10 ყველაზე უცნაურ შემთხვევას.

1. ფეხები

მოდელი ჰეიდი კლუმის ფეხები, გავრცელებული ინფორმაციით, 2,2 მილიონი დოლარად არის დაზღვეული. დაზღვევის გაფორმებამდე კლუმი ლონდონში ჩაფრინდა, სადაც მისი ფეხები Lloyd’s-ის წარმომადგენელმა "შეისწავლა". წარმოიდგინეთ, რამდენი მოხალისე ოცნებობს ასეთ სამსახურზე.

2. წვერ-ულვაში

კრიკეტის ავსტრალიელმა მოთამაშემ მერვ ჰიუზმა საკუთარი ულვაში 225 000 გირვანქა სტერლინგად დააზღვია. ჰიუზის ულვაში საკმაოდ

ცნობილია მსოფლიოში, თუმცა Lloyd’s-ს დაზღვეული აქვს ყველა დროის ყველაზე ცნობილი - სანტა კლაუსის წვერ-ულვაშიც.

3. ენა

1970-ან წლებში, ჯგუფ KISS-ის ბასისტმა ჯინ სიმონსმა ენა 1 მილიონ დოლარად დააზღვია. ბევრია, არა? არც ისე, თუ გაითვალისწინებთ, რომ კომპანია Costa Coffee-ს მთავარმა დეგუსტატორ ჯენარო პელიჩიას საკუთარი გემოს რეცეპტორები 10 მილიონ გირვანქა სტერლინგად აქვს დაზღვეული.

4. ცხვირი

ბორდოში მდებარე Chateau de le Garde-ის მფლობელ ილია გორტს ცხვირი 5 მილიონ ევროდ აქვს დაზღვეული. თუმცა, არსებობს რამდენიმე ნიუანსიც. ანაზღაურება არ შედგება, თუ გორტი სპორტის ზამთრის სახეობებით ან კრივით დაკავდება.

5. შუათითი

Rolling Stones-ის წევრმა კით რიჩარდსმა შუათითი 1,6 მილიონ დოლარად დააზღვია, ვინაიდან გიტარისტის შემოსავალი დიდწილად სწორედ შუათითზეა დამოკიდებული.  კითხვის   გაგრძელება