ევროკავშირის გადაწყვეტილება ირანისთვის 20,7 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ „არასწორ დროს არასწორ სიგნალს აგზავნის“, ევროკავშირი და აშშ რიგით ირანელებს უნდა დაეხმარონ.
ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
„23 აგვისტოს, ევროპის კავშირმა ირანსა და ევროპას შორის „ეკონომიკური და სექტორული ურთიერთობების გაფართოებისთვის“ 20,7 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა, რაც არასწორ დროს არასწორ სიგნალს აგზავნის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვაშინგტონის მტკიცებით, გამოყოფილი სახსრები ირანის მოსახლეობის დახმარების ნაცვლად ტერორისტული საქმიანობისთვის იქნება გამოყენებული.