საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უწყებაში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, მეხანძრე-მაშველებისთვის კვების სპეციალური რაციონი განსაზღვრა.
ბრძანების მიხედვით, მეხანძრე-მაშველების დღიური კვების რაციონის - ერთი მშრალი ულუფის ენერგეტიკული ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1170 და არაუმეტეს 1430 კკალორიას. დღიური ნორმა კი ერთ კაცზე 2 მშრალი ულუფის პაკეტს არ უნდა აღემატებოდეს. დღიურ ნორმაზე მეტი მშრალი ულუფის პაკეტის გაცემა უნდა განხორციელდეს სამსახურის უფროსის თანხმობით.
მეხანძრე მაშველების დღიური სასურსათო ნორმა ერთი მთავარი და ერთი მეორე კერძისგან შედგება. ამასთან, კერძი უნდა იყოს ხორცის ან კომბინირებული. ერთი წასახემსებელი, ერთი დესერტი, ერთი პაკეტი ერთჯერადი ჩაი ან ყავა, ენერგო შოკოლადი ან კანფეტი, ენერგო გამაგრილებელი სასმელის ფხვნილი ან რძის კოქტეილის ფხვნილი, მცენარეული კარაქი ან მდნარი ყველი, ხილის ჯემი ან ჟელე, ხილის ჩირი, საღეჭი რეზინი.
რაც შეეხება საერთო სასურსათო იჯრას, ბრძანების მიხედვით მოსამსახურის კვების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს უწყვეტ 3 დღე-ღამეს, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – 7 დღე-ღამეს.
ქრისტინე გამთენაძე