მერკელმა აზერბაიჯანს ევროპისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა უწოდა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც აზერბაიჯანში იმყოფებოდა, ამ ქვეყანას ევროკავშირისთვის ენერგოდივერსიფიცირების კუთხით მნიშვნელოვან ქვეყანას უწოდებს.

როგორც გამოცემა Azertag-ი წერს, აღნიშნული განცხადება მერკელმა გუშინ ბაქოში ვიზიტის განმავლობაში ბიზნესმენებთან შეხვედრისას გააკეთა.

მისი განცახდებით, აზერბაიჯანმა მიაღწია მნიშვნელოვან განვითთარებას. „ამ შემთხვევაში ეკონომიკის დივერსიფიცირება კარგი ფაქტია. გერმანიის ეკონომიკის ფართო დივერსიფიცირება ქმნის კარგ საფუძველს ამ სფეროში კარგი თანამშრომლობისთვის“ - აცხადებს გერმანიის კანცლერი.

მისივე თქმით, აზერბაიჯანში მოქმედებს გერმანიის საგარეო სავაჭო პალატა, რომელშიც წარმოდგენილია 150 კომპანია. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის სახელმწიფოს საერო ხასიათს. „დღეს აზერბაიჯანი - ეს არის საერო მუსულმანური ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამჟამად ფიქსირდება ისლამიზაციის ტენდენციები“ - ხაზი გაუსვა მან.

თავის მხრივ, შეხვედრაში მონაწილე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნისთვის ეკონომიკის დივერსიფიცირება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

აზერბაიჯანის საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, გერმანიასა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის პირველი 7 თვის განმავლობაში წინა წლის ანალოგირ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 1,8-ჯერ და შეადგენს 805,36 მილიონ დოლარს. გასული მთლიანი წლის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი 894,119 მილიონი დოლარი იყო.

კოკა კვირკველია