ბრიტანეთი და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობისთვის მოლაპარაკებას იწყებენ

ბრიტანეთმა და ჩინეთმა მოილაპარაკეს, რომ მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, ორი ქვეყანა „უმაღლეს დონეზე“ განიხილავს მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებს.

ამ თემაზე მოლაპარაკებაში ჩინეთის ვაჭრობის მინისტრი ჟონ შანი და ბრიტანეთის შრომის მინისტრი ლაიამ ფოქსი მონაწილეობდნენ.

ბრიტანეთმა ჩინურ კომპანიებს მტკიცე მესიჯი გაუგზავნა იმის შესახებ, რომ მათი ბიზნესის მისაღებად სრულ მზადყოფნაშია. ჩინეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებთანაც ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვების შემდეგ, თავისუფალი ვაჭრობის დაწყებას აპირებს.

ბრიტანელმა და ჩინელმა მინისტრებმა პირველი მოლაპარაკება პეკინში გამართეს, რა დროსაც, ინვესტიციისა და ბიზნესის ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მათ მოილაპარაკეს, რომ აქტიურად დაიწყებენ თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის შესწავლას. მათ დეტალები არ დაუზუსტებიათ.

უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის დატოვებამდე, ბრიტანეთი ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკების დაწყებას ვერ შეძლებს. ამასთან ცნობილია, რომ ქვეყნებს შორის თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები წლობით გრძელდება ხოლმე.