ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა გადაწყვეტილება მიღო და განაცხადა, რომ Tesla რჩება ღია სააქციო კომპანიად.
მისივე თქმით, ის არ გეგმავს კომპანიის აქციების ამოსყიდვას, როგორც ამას რამდენიმე კვირის წინ აპირებდა.
„იმ გამოხმაურებებიდან გამომდინარე, რომელიც მე მივიღე, ნათელია, რომ კომპანიის ამჟამინდელია აქციონერები ფიქრობენ, რომ უკეთესია დავრჩეთ ღია საზოგადო კომპანიად. გუშინ მე შევხდი დირექტორთა საბჭოს წევრებს და ვაცნობე, რომ ჩემი აზრით უმჯობესია კომპანია დარჩეს სააქციო საზოგადო ღია კომპანიად. ისინი კი დაეთანხმნენ ჩემს გადაწყევტილებას“ - წერია ილონ მასკის განცხადებაში.
მისივე თქმით, კომპანიის სრულიად კერძო კომპანიად გადაკეთება უფრო დანახარჯიანი აღმოჩნდებოდა, ვიდრე აქამდე ეგონა.
შეგახსენებთ, მანამდე ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი სურვილი იყო Tesla დროებით მაინც გადაქცეულიყო კერძო დახურულ კომპანიად და ამ მიზნით კომპანიის საფონდო ბირჟებზე განთავსებული აქციების უკან ამოსყიდვას გეგმავდა, თითოეულში 420 დოლარის გადახდით. მოგვიანებით, მან განმარტა, თუ რატომ სურდა ეს. მისი განცხადებით, ამ გზით კომპანია თავიდან აირიდებდა ზედმეტ პასუხისმგებლობას ანგარიშებზე, რომელიც დიდ წნეხს ახდენდა მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე, ხოლო კერძო კომპანიად ქცევა დროებით მაინც, მას სტარტეგიულად უფრო დაეხმარებოდა.
როგორც Wall Street Journal-ი წერდა, მასკის ამ განცხადების შემდეგ კომპანიის აღმასრულებლები ამერიკის მარეგულირებელმა ორგანომ გამოკითხვაზე დაიბარა.
კოკა კვირკველია