ზაფხულში კრიპტოვალუტის ბაზარი 120 მილიარდი დოლარით შემცირდა

მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში მსოფლიო კრიპტოვალუტების ბაზრის საერთო ღირებულება 331 მილიარდ დოლარს შეადგენდა, თუმცა ამის შემდეგ ძალიან ბევრმა ციფრულმა ვალუტამ 2018 წლის მინიმუმი დააფიქსირეს.

უკვე აგვისტოს მეორე ნახევრიდან ციფრული ვალუტების კაპიტალიზაცია 210-220 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. ჯერ კიდევ 1-ელ ივნისს კი 331 მილიარდი იყო, ეს კი ნიშნავს, რომ ამ დროიდან 11 კვირის შემდეგ მან ღირებულების 36% დაკარგა და გასული წლის ნოემბრის ღირებულებას დაუბრუნდა.

ზაფხულში ბიტკოინის ფასი 1000 დოლარით, 6500 დოლარამდე შემცირდა. ამასთან, სხვა კრიპტოვალუტები კიდევ უფრო გაუფასურდნენ. ამიტომ ბიტკოინის წილი ციფრული ვალუტების ბაზარზე კიდევ უფრო გაიზარდა და 53% შეადგინა.

Ethereum-ის ფასი ბოლო სამ თვეში პრაქტიკულად ორჯერ გაუფასურდა - 578-დოლარიდან 276 დოლარამდე, მაშინ, როცა მისი ისტორიული მაქსიმუმი 1400 დოლარი ჯერ კიდევ იანვარში დაფიქსირდა.

კოკა კვირკველია