Businessinsider - ბიზნესმენები, რომლებიც საათობრივად ყველაზე მეტ ფულს გამოიმუშავებენ

Businessinsider-მა იმ ბიზნესმენების და ცნობილი ადამიანების სია გამოაქვეყნა, რომლებიც საათობრივად ყველაზე მეტ ფულს შოულობენ.

გამოცემამ ამ მონაცემების დასადგენად Forbes-ის მილიონერთა სია გამოიყენა, ის გადაიანგარიშა და შედეგად მიიღო ციფრი, რომელიც ბევრს გააოცებს.

ასე მაგალითად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი საათში 4,4 მილიონ დოლარს შოულობს, მეორე ადგილზე არის მარკ ცუკერბერგი - 1,7 მილიონით, მესამეზე კი ასევე მილიონზე მეტი შემოსავლით „ვოლმარტის“ მფლობელი ელის უოლტონი.

ათეულში მყოფი დანარჩენი ბიზნესმენების საათობრივი შემოსავალი მილიონზე ნაკლებია. მაგალითად, ათეულში ნახავთ ბილ გეითსაც, რომელიც სიაში მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა 456 ათასი დოლარით და მას ილონ მასკიც კი უსწრებს, 684 ათასი დოლარით.

რაც შეეხება ცნობილ ადამიანებს, მათ ბიზნესმენებზე ბევრად ნაკლები შემოსავალი აქვთ, თუმცა ისინი საათობრივად რამდენიმე ათას დოლარს მაინც იღებენ. მსახიობებსა და ცნობილებს შორის პირველია ჯორჯ კლუნი, ის საათში 27 ათას დოლარს შოულობს, ხოლო მეათეა მომღერალი ბიონსე - 6.8 ათასით.

bpn bpn

კოკა კვირკველია