გამოცემა Business insider-მა 2018 წელს გამოცემული იმ სმარტფონების ხუთეული შეადგინა, რომლის ყიდვაც ღირს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ბოლო წლები მიუხედავად მაღალი კონკურენციისა, ზოგიერთი სმარტფონის ფასი სულ უფრო ძვირდება. ამიტომ საინტერესოა, რამდენად ღირს მათი შეძენა იმ ფასად, რომელიც მათ აქვთ.
წარმოგიდგენთ 2018 წლის 5 საუკეთესო სმარტფონს:
OnePlus 6 - ეს სმარტფონი 530 დოლარი ღირს. ის არ არის პრემიუმ კლასის სმარტფონი, თუმცა იმ ფასად, რომლითაც წარმოდგენილია, ის ნამდვილად ღირსეული მოწყობილობაა ყველა თავისი მაჩვენებლით.
Samsung Galaxy Note 9 - ეს არის სულ ახლახან გამოსული საფლაგმანო მოდელი „სამსუნგის“ სმარტფონების მრავალფეროვან გამაში. მისი ფასი 1,000 დოლარიდან იწყება, მაგრამ ეს ის ფასია, რომელიც ღირს ამ პრემიუმ კლასის სმარტფონში გადაიხადოთ.
Samsung Galaxy S9 - კომპანია „სამსუნგის“ კიდევ ერთი სმარტფონი მოხვდა ამ ჩამონათვალში, სხვათა შორის, მასაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და უახლესი ტექნოლოგიური ფუნქცია გააჩნია და Note 9-სგან განსხვავებით იაფია. მისი ფასი ამ დროისთვის 720 დოლარია და ის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტელეფონია, რომელიც ბაზარზეა წარმოდგენილი.
LG G7 Thinq - ეს სმარტფონი კი გამოიყურება როგორც iPhone X -ის ანდროიდისეული ვერსია, მაგრამ ის რამდენიმე ასეული დოლარით იაფია და მხოლოდ 750 დოლარი ღირს. ის კომპანიის საფლაგმანო მოდელია და აღჭურვილია თითქმის ყველა იმ მაღალტექნოლოგიური მიღწევით, რომლითაც გამოირჩევიან 2018 წლის უმაღლესი კლასის მოდელები.
Moto G6 - ეს არის კომპანია „მოტოროლას“ სრულიად ახალი სმარტფონი და ამ ჩამონათვალში ყველაზე იაფი. ის 250 დოლარი ღირს, მაგრამ ის ამ სიაში არა მისი სიიაფის გამო, არამედ მისი ტექნიკური მახასიათებლების გამო მოხვდა. ის ვერ არის ისეთი მძლავრი, როგორც Galaxy S9 და LG G7, თუმცა თავის საქმეს შესანიშნავად ართმევს თავს.
კოკა კვირკველია