მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია IBM-ს სურს დააპატენტოს ჭკვიანი დრონები ყავის მიწოდებისთვის.
ეს კი გვაფიქრებინებს იმაზე, რომ 107-წლიანი ისტორიის მქონე კომპანია ბიზნესის დივერსიფიცირებას გეგმავს.
კომპანიის მიერ აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების სააგენტოსთვის წარდგენილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ეს უპილოტო მფრინავი აპარატები იქნება აღჭურვილი კამერებით და ბიომეტრიული სენსორებით, რომლებიც შეძლებენ იმ ადამიანების ამოცნობას, რომლებსაც სჭირდებათ კოფეინი. ეს კი საშუალებას მისცემს კომპანიას ყავით იმ ოფისების თანამშრომლები და კაფეების სტუმრები მანამდე მოამარაგოს, სანამ ისინი მოითხოვენ ყავას. ასევე ნავარაუდევია, რომ ადამიანები შეძლებენ ხელის დაქნევით შეუკვეთონ ყავა აპლიკაციის საშუალებით. როგორც IBM-ში აცხადებენ, ტექნოლოგიების გამოყენება შესაძლებელი იქნება ოფისებში, რათა მოხდეს თანამშრომლების ტონუსის შენარჩუნება, ანდა კაფეებში, სადაც დიდია გაყიდვების მაჩვენებელი.
ყავის მირთმევა კი შეიძლება ჩაითვალოს „ნახევრადრიტუალურ საქმიანობად“, - წერია განაცხადში.
კოკა კვირკველია