სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 25 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, არადეკლარირებული საქონლის, კერძოდ ოქროს ნაკეთობების, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.
უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის რ.მ.-ს კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ოქროს ნივთები (საერთო წონა 166,47 გრამი) აღმოაჩინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 10,075.06 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 10,075.06 ლარის ოდენობით.