მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა მექსიკის პრეზიდენტთან ერთად ახალ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია, რომელიც იქნება NAFTA-ს ალტერნატივა, დადგა საჭიროება ამ ხელშეკრულებაში NAFTA-ს კიდევ ერთი წევრის - კანადის ჩართულობაზე.
სწორედ ეს თემა განიხილეს კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრუდომ და ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ამის შესახებ კანადის პრემიერის ვებგვერდი იუწყება.
„პრემიერ-მინისტრმა დღეს კონსტრუქციული საუბარი გამართა ამერიკის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან NAFTA-სთან დაკავშირებით. ლიდერები მიესალმნენ იმ პროგრესს, რომელიც მიღწეულია მექსიკასთან მოლაპარაკებისას და აქვთ მოლოდინი, რომ მათი წარმომადგენლები ამ კვირაში შეხვდებიან ერთმანეთს დიალოგის წარმატებით დასასრულებლად“, - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ უარს ამბობს NAFTA-ზე. მან მექსიკასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომელსაც ასევე შეუძლია შეუერთდეს კანადა.
კოკა კვირკველია