დარიალის სასაზღვრო გამტარი პუნქტი გაიხსნა

დარიალის სასაზღვრო გამტარი პუნქტი 14 ივნისიდან გაიხსნა და 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.

ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ჩახერგილი გზის სარემონტო-გაწმენდითი სამუშაოების გაგრძელების გამო ავტომანქანების გაშვება ეტაპობრივად მოხდება.

დარიალის სასაზღვრო გამტარი პუნქტი სტიქიის შედეგად ხეობაში ჩამოწოლილი ნაშალი მიწის გაწმენდითი სამუშაოების გამო 17 მაისიდან არ ფუნქციონირებდა.