2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ–მოძრავი ქონების მოცულობა 232 829 987 ლარს შეადგენს.დასაკუთრებული ქონებიდან 90,9% კომერციულ ბანკებზე მოდის.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობამ 211 833 608 ლარი შეადგინა. ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის ქონება „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე ირიცხება. 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა 96,2 მლნ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზე - 57,7 მლნ ლარით არის „თიბისი ბანკი“. სამეულში შედის „ბანკი ქართუ“, რომლიც ანგარიშზეც 36,5 მლნ ლარიც დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ირიცხება.
რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით მისოების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მოცულობა 20 996 379 ლარს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს ბაზარზე 15 კომერციული ბანკი და 71 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს.