მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრთან დაკავშირებით „საუბრებს საფუძველი არ აქვს“

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან დაკავშირებულ საუბრებს საფუძველი არ აქვს.

ასე უპასუხა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ გადის ასე ხშირად გიორგი ქობულია შვებულებაში და რატომ არ ესწრებოდა ის ანგელა მერკელის ვიზიტს.

"ამ საუბრებს საფუძველი არ აქვს", - განაცხადა ბახტაძემ.