"ვვარაუდობთ, რომ კიდევ უფრო მეტი დაკრედიტება და ჯანსაღი სესხი იქნება ამ სექტორში"

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გიორგი ჩერქეზიშვილის შეფასებით, სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შემცირება კიდევ უფრო გაზრდის დაკრედიტებას და ჯანსაღი სესხის მიღების ალბათობას.

მინისტრის მოადგილის თქმით, სესხებთან დაკავშირებული ინიციატივები დადებითად აისახება მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ნაწილზე.

"სესხებთან მიმართებაში ძალიან ბევრი ინიციატივაა, ეს პირველ რიგში, ჩემი აზრით, განსაკუთრებით დადებითად უნდა აისახოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ნაწილზე. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ კიდევ უფრო მეტი დაკრედიტება და ჯანსაღი სესხი იქნება ამ სექტორში",-განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

1-ელი სექტემბრიდან სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-დან 50%-მდე მცირდება.