კობა გვენეტაძე - ჩვენ არ გვაქვს ინფლაციის პროგნოზი, გვაქვს საშუალოვადიანი მიზნობრივი მაჩვენებელი, რომელიც 3 პროცენტია

ჩვენ არ გვაქვს ინფლაციის პროგნოზი, გვაქვს საშუალოვადიანი მიზნობრივი მაჩვენებელი, რომელიც 3 პროცენტია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თუმცა, როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ეს არ ნიშნავს, რომ მიზნობრივი მაჩვენებელი 0-დან 3 პროცენტამდე იქნება და ზემოთ არ აიწევს.

„ჩვენ არ გვაქვს ინფლაციის პროგნოზი, გვაქვს მიზნობრივი მაჩვენებელი, რომელიც საშუალოვადიან პერიოდზეა. 3-პროცენტიანი მიზნობრივი მაჩვენებლი არის საშუალოვადიანი მიზნობრივი მაჩვენებელი, ეს არ ნიშნავს ინფლაციას 0-დან 3 პროცენტამდე; ეს არ არის ლიმიტი, ასეთი რამ არსად არ ხდება. შეუძლებელია ზუსტად 3 პროცენტზე დასვას რომელიმე ცენტრალურმა ბანკმა ინფლაცია. ამიტომ აქ იგულისხმება 3 პროცენტთან ახლოს, ეს შეიძლება იყოს ზოგჯერ 3 პროცენტზე ქვევით, ზოგჯერ 3 პროცენტზე ზევით, მაგრამ საშუალოვადიან პერიოდში ეს იქნება 3 პროცენტთან ახლოს“, - განაცხადა გვენეტაძემ.