საქართველოს ეროვნული ლატარიის პირველი ჯეკპოტი 857 007 ლარი გათამაშდა

საქართველოს ეროვნული ლატარიის პირველი ჯეკპოტი 857 007 ლარი თავის იღბილიან მფლობელს ელოდება.როგორც საქართველოს ეროვნული ლატარიის პრესსამსახურიდან იუწყებიან, საქართველოს ეროვნული ლატარიის ტირაჟიანი ,,ლოტო 6/36’’-ის პირველი ჯეკპოტი 47-ე ტირაჟის დროს გათამაშდა, მომხმარებელმა ექვსი ძირითადი ციფრი გამოიცნო, ხოლო ლოტოტრონის მიერ გამოვლენილი ჯეკპოტის ციფრები კი ასე გადანაწილდა: 11, 16, 22, 23, 24, 30.

საქართველოს ეროვნული ლატარიის ინფორმაციით, 28 აგვისტო, მარიამობის დღე, „ლოტო 6/36“-ის რომელიღაც მოთამაშისთვის განსაკუთრებით იღბლიანი აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, ჯეკპოტის იღბლიანი ბილეთი მომხმარებელმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საქართველოს ეროვნული ლატარიის ჯიხურში შეიძინა.

ჯეკპოტის გათამაშების შემდეგ ,,ლოტო 6/36’’-ის საწყისი ჯეკპოტი უკვე შეადგენს 398 158 ლარს, რომელიც ყოველი გათამაშების წინ გაიზრდება. ამ დროისთვის კი საქართველოს ეროვნულ ლატარიას მოგების სახით უკვე გაცემული აქვს 6 500 000 ლარზე მეტის თანხა. ხოლო პირველი ჯეკპოტი 857 007 ლარი საკუთარ მფლობელს ჯერ კიდევ ელოდება.