ამერიკულმა ბანკმა JPMorgan-მა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარების მიზნით Google-დან კომპანიის პროდუქციის მენეჯმენტის ხელმძღვანელი აპურვა საქსინა გადაიბირა.
ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, საქსინა სამსახურს 31 აგვისტოდან შეუდგება და იმუშავებს პალო-ალტოში. ის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა, ის ასევე ჩაიბარებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების აქტივების სამმართველოს.
ტელეკომპანია არ აზუსტებს, თუ რა თანხას გადაუხდიან საქსინას. როგორც ცნობილია, ამ ტიპის სპეციალისტებზე მოთხოვნა ამ მომენტისთვის ძალიან მაღალია, შესაბამისად, ცალკეულ შემთხვევებში ასეთი კადრების გასამრჯელო წელიწადში რამდენიმე მილიონ დოლარს უდრის.
ხელოვნური ინტელექტის ქვეშ იგულისხმება პროგრამული სისტემები, რომლებიც არამხოლოდ ადამიანების მიერ ინტეგრირებული პროგრამით იმოქმედებენ, არამედ ეფექტურად დაიწყებენ თვითშესწავლას და შეძლებენ დამოუკიდებლად მოქმედების განხორციელებას, რაც თავდაპირველად არ იყო პროგრამირებისას გათვალისწინებული.
კოკა კვირკველია