ბებიები უკვე თითქმის ერთი წელია, რაც „მაკდონალდსის“ სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდნენ.
გასული წლის ოქტომბერში ჩვენ გავიგეთ, რომ მათ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე აქვთ, გარდა რუტინული საქმიანობისა, რომელიც საჭმლის მომზადებას უკავშირდება. მოკლე ვიდეორეკლამების სერიაში რეკლამის გმირი ბებია მასაჟებზე დადიოდა და VR-სათვალეებსაც კი ტესტავდა.
ახალ ვიდეორგოლში, რომელიც აგრძელებს კამპანიას, ბებიების დაკავებულობა კითხვებს არ იწვევს, თუმცა ეს მის კომიკურობას არაფერს აკლებს.
სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი და მისი მეგობარი ქსოვისას განიხილავენ „მაკდონალდსის“ ახალ კერძს. ბებიის თქმით, ეს ქათამი ისეთივე „ცხელია“, როგორც თავად ის.
ვიდეორგოლი სრულდება სცენით, სადაც ჩანს ახალგაზრდა მებაღე, რომელსაც ბებიების მიერ მოქსოვილი ზედა აცვია.
კოკა კვირკველია