YouTube-ზე Time watched-ის ფუნქცია ჩაირთო

YouTube-ზე გაჩნდა შესაძლებლობა თვალი ადევნოთ ვიდეოს ყურებადობის ხანგრძლივობას.

აღნიშნულის შესახებ კომპანიამ ჯერ კიდევ მაისში დააანონსა, ფუნქცია კი ახლა ჩართო. შესაბამისად, უკვე შესაძლებელია ანგარიშის ინსტრუქციებში აღმოაჩინოთ ფუნქცია, რომელიც მოგცემთ საშუალებას, უკეთ გაიგოთ მედიამოხმარების სტრუქტურა, მოახდინოთ ფოკუსირება უფრო მნიშვნლოვანზე და ნაკლები დრო დახარჯოთ უაზროდ - აცხადებენ კომპანიაში.

ფუნქცია Time watched-ის საშუალებით მომხმარებელი შეძლებს მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად დიდხანს და კონკრეტულად რას უნდა რომ უყუროს YouTube-ზე. საუბარია ე.წ. „ციფრულ კეთილდღეობაზე“.

პროფილში მომხმარებლები ნახავენ, რამდენად დიდხანს გამოიყენეს მათ ვიდეოკონტენტი დღეს, გუშინ და კვირის განმავლობაში. მასში არ იქნება გათვალისწინებული ის კონტენტი, რომელიც წაშლილია ისტორიიდან და „ინკოგნიტო“ რეჟიმში ნანახი ვიდეოების მონაცემები. მისი ათვლა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი იქნება „დალოგინებული“ - ანუ საკუთარი ანგარიშით შესული.

აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ლიმიტის დაყენებაც, რომლის გადაჭარბების დროს YouTube შესვენებას შემოგთავაზებთ. გარდა ამისა, ასევე შესაძლებელია ქსელიდან შეტყობინებების კვირაში ერთხელ მიღება, რათა მომხმარებელს არ გაეფანტოს ყურადღება ყოველი შეტყობინების მიღებისას.

კოკა კვირკველია