სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივლისში ეკონომიკის ზრდა დაჩქარდა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის ივლისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,6 პროცენტი შეადგინა, პირველი შვიდი თვის საშუალო რეალური ზრდა 5,5 პროცენტით განისაზღვრა. I კვარტალში ზრდა 5.3% იყო, II კვარტალში 6%. აღსანიშნავია, რომ წელს ეკონომიკა ყველაზე მეტად მაისში გაიზარდა, მაშინ მშპ 7,5% იყო.
წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა ტრანსპორტის, ვაჭრობის, უძრავი ქონებით ოპერაციების, საფინანსო საქმიანობის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში.
ამასთან, სტატისტიკური მონაცემებით, ივლისში 4 130 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 6 223,1 მლნ ლარი შეადგინა.