„საუზმე ტიფანისთან“ - Tiffany & Co-მ სინგაპურში საცხობი დაბრენდა

საიუველირო პროდუქციის მწარმოებელმა სახელგანთქმულმა კომპანიამ Tiffany & Co ხელშეკრულება გააფორმა სინგაპურულ კომპანია Tiong Bahru Bakery-ისთან, რათა განავითაროს მისი ახალი ხელოვნური ყვავილების ხაზი Tiffany Paper Flowers.აქციის პრომოუშენი ქალაქის ქუჩებსა და ციფრულ მედიაში მიმდინარეობს.

აქციის ფარგლებში სინგაპურში მოქმედ Tiffany & Co-ს მაღაზიის წინ კომპანიონი საცხობის მინი-პავილიონი განთავსდა, რომელშიც 27 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ ყავა და კროასანი უფასოდ მიირთვათ Tiong Bahru Bakery-ისგან. ყველაფერი, რასაც კომპანია კლიენტისგან ითხოვს - ეს არის პავილიონის, საკვების ან სასმელის ფოტოების განთავსება ჰეშტეგით #tiffanypaperflowers და #tiongbahrubakery.

პავილიონი შესრულებულია ტიფანის ფერებში. ასევე გადაკეთდა საცხობის ძირითადი შენობაც.

კოკა კვირკველია