ნოდარ ხადური KFW-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ვიცე-პრეზიდენტს, ევა ვიტის და გერმანიის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს წარმომადგენელს კლაუს ტანცბერგერს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს KFW-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები: ენერგეტიკული სექტორი, წყალმომარაგების სისტემა, კომუნალური ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა, საფინანსო სექტორი.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ კვლავ აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ახალი პროექტების მიმართულებით.

გერმანული მხარის განცხადებით, საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში წარმოადგენს სამაგალითო პარტნიორ ქვეყანას, რაც სულ მალე დადასტურდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით.

"როგორც აღინიშნა, მიმდინარე პროგრამების პარალელურად, მუშაობა უკვე დაწყებულია 2015 წლისთვის გათვალისწინებული პროექტების მოსამზადებლად", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.