საქართველოს ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მდგრადია რეგიონში,- ასე აფასებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ივლისის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარ მონაცემებს.
როგორც გაგუა აცხადებს, ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა ექსპორტის ზრდამ და ტურიზმიდან მიღებულმა გაზრდილმა შემოსავლებმა მოახდინა.
„2018 წლის ივლისში საქონლის ექსპორტის 31 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 13.8 პროცენტით (52.0 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 430.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკური პოლიტიკა გვაძლევს შესაძლებლობას, ეკონომიკური ზრდა იყოს მდგრადი და ეს ტენდენცია გაგრძელდეს მომავალ პერიოდშიც“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ.