Amazon-ი უფასო ვიდეოსერვისის ამოქმედებას გეგმავს

Amazon-ი მუშაობს უფასო სტრიმინგ სერვისზე Free Dive, რომელთან წვდომა ექნება ყველას, ვისაც აქვს მოწყობილობა Amazon Fire TV - წერს The Information.

პროექტის განვითარებაზე მუშაობას შეუდგება კომპანიის კუთვნილებაში არსებული კინოფილმების მონაცემთა სერვისი IMDb.

გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაახლოებით 48 მილიონი ადამიანს აქვს მედიაპლეერი Fire TV, მათ შორის მოწყობილობა Fire Cube, რომელიც ხმოვანი ასისტენტის Alexa-ს მხარდაჭერით არის აღჭურვილი.

პირველ ეტაპზე მომხმარებლები შეძლებენ ძველი გადაცემებისა და ფილმების ნახვას. ამ მომენტისთვის კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს მსხვილ სტუდიებთან, რათა მოიპოვონ ლიცენზია ტელეშოუსა და სერვისზე.

კოკა კვირკველია