ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად მიხეილ დუნდუა ცოტა ხნის წინ დაინიშნა.
მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან დღემდე მიხეილ დუნდუა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო და ამავე დროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია შემოსავლების სამსახურის ახალი უფროსის მიხეილ დუნდუას ქონებრივი მდგომარეობა.
2018 წლის 2 ივლისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციით, დუნდუას ტელეკომპანია GDS-ზე, კონსულტანტის თანამდებობაზე 2017 წლის პირველ სამ თვეში 11 100 ლარი აქვს აღებული.
ამავე დროს 2017 წელს ქონების რეალიზაციიდან მიღებული აქვს 113 000 დოლარის შესამოსავალი.
ბოლოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ დუნდუა ფლობს, 69,7 კვ.მ ფართობს, 55,8 კვ.მ-ის, ასევე 70,1 და 56,2 კვ.მ ფართობის ბინებს თბილისში. ასეევ ფლობს აბაშაში 1854 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს, ხოლო დმანისში 100000 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთს. თბილისში კი 1000 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთის მფლობელია. გარდა ამისა, თბილისში ფლობს, 400 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს, სადაც განთავსებულია ორსართულიანი შენობა.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა ანგარიშზე ჰქონდა - 3 494 ლარი და 109 832 დოლარი.
ლიკა ამირაშვილი