ტრამპი 200 მილიარდის ჩინურ პროდუქციაზე ახალი ტარიფების დაწესებას გეგმავს

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთისთვის დამატებით 200 მილიარდის პროდუქციაზე საბაჟო ტარიფების დაწესებას აპირებს.

ახალი საგადასახადო რეჟიმი ოფიცალურად მომავალი კვირიდან ამოქმედდება.

როგორც უცხოური მედია წერს, 6 სექტემბრისთვის იწურება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ბიზნესისთვის მიცემული ვადა გადასახადებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ კი მალევე ტრამპი გეგმავს შემოიღოს ვაჭრობის შემზღუდავი მექანიზმები.

ინფორმაციაში სრულად არ არის მოყვანილი იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელზეც იგეგმება ახალი ტარიფების ამოქმედება. ამასთან, სააგენტო არც იმას გამორიცხავს, რომ ტრამპმა საბოლოოდ ეს გადაიფიქროს და ვადები გადაწიოს. მედიის ინფორმაციით, ამ ტარიფების ამოქმედება იქნება „სერიოზული ესკალაცია ამ სავაჭრო ომში“ ვაშინგტონსა და პეკინს შორის.

კოკა კვირკველია