საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4498 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2014 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4498 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ერონული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის მიერ გავრცელებული წინასწარი მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 1175 მლნ აშშ დოლარი იყო (17პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3322 მლნ აშშ დოლარი (15 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-მაისში 2147 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები მიმდინარე წლის 24 ივნისს გამოქვეყნდება.