1-ელ სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე THE CHEMICAL BROTHERES-ის კონცერტია დაგეგმილი.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ კონცერტზე დედაქალაქიდან წამსვლელთა სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 10 დიდი ტევადობის ავტობუსი გამოყო, რომლებიც მგზავრებს კონცერტის დამთავრებამდე მოემსახურებიან.
ავტობუსების გასვლა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, 16:00 საათიდან დაიწყება.