Facebook-ზე წარმატებული ყოფნისთვის საჭირო იყო მუდივი ექსპერიმენტები, მონაცემთა ანალიზი და მზაობა გვესწავლა ლიდერებივით ფიქრი.
თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში Facebook-ი ბიზნეს-გვერდების მფლობელებისთვის ფაქტობრივად, დაიხურა. „როგორც კი მარკეტოლოგიები იწყებენ ფიქრს, რომ მათ აქვთ განვითარების სტრატეგია, სოციალური ქსელი ეგრევე ცვლის ალგორითმს“, - სწორედ ამ ტიპის მოსაზრებებს ეძღვნება Buffer და BuzzSumo -ს ანგარიში.
კვლევის ავტორებმა შეისწავლეს მსოფლიოს 20 ათასი უმსხვილესი ბრენდის 43 მილიონი პუბლიკაცია, რათა შეეფასებინათ მომხდარი ცვლილება. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბრენდებმა სოციალურ ქსელში 8,1 მილიონი კონტენტი განათავსეს, რაც 2017 წლის დასაწყისთან შედარებით 24%-ით მეტია. თუ გასული წლის პირველ კვარტალში ბრენდები დღეში 72,000 პუბლიკაციას პოსტავდნენ, ბოლო კვარტლის მოანცემებით მათმა რიცხვმა 90,032-ს მიაღწია. საშუალოდ კი კვლვეაში მოხვედრილი ყველა ბრენდი საშუალოდ თვეში 135 პოსტს ავრცელებდა, ანუ დღეში 4-ს.
პუბლიკაციების ზრდა ნიშნავს, რომ ბრძოლა „ნიუსფიდში“ მოსახვედრად კიდევ უფრო მწარეა, ხოლო მისით დაინტერესება ნაკლები. აუდიტორია სულ უფრო ნაკლებს „ალაიქებს“, ნაკლებად აზიარებს და აკომენატრებს კონტენტს, რომელსაც მათ ბრენდები უზიარებენ. Buffer და BuzzSumo-ს შეფასებით, ბოლო 18 თვის განმავლობაში ჩართულობა 50%-ით არის შემცირებული, საშუალო რეაგირება ერთ პოსტზე 65%-ით, 4490-დან 1582-მდე შემცირდა.
ყველა სოციალურ ქსელში ჩართულობის ხარისხი დამოკიდებულია კონტენტის შიგთავსზე. ყველაზე მეტ რეაგირებას ახდენენ გამოსახულებები, თუმცა აქაც ეს რეაგირება 9370-დან (Q1 2017) 3454-მდე (Q2 2018) შემცირდა ერთ პოსტზე. მომხმარებლებმა ასევე ნაკლები რეაგირება მოახდინეს ვიდეოპოსტებზე - 5486 ვიდეო 2017 წლის პირველ კვარტალში და 2867 ვიდეო 2018 წლის მეორე კვარტალში. ასევე კლებაა ბმულებზეც 2577-დან 763-მდე.
თუ გვერდი აზიარებს დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, მაშინ მასზე გადათვლისას უფრო მეტი დამოკიდებულება ფიქსირდება. თუმცა საერთო მაჩვენებელი პირდაპირ პროპორციულია პუბლიკაციების რაოდენობასთან. გვერდი, რომელიც დღის განმავლობაში 5 პოსტს აზიარებს, თითო პოსტზე 2466 წვდომას იღებს, ხოლო პუბლიკაციების 10-მდე გაზრდის შემთვევაში, მათზე წვდომა 1202-მდე მცირდება.
ექსპერტების აზრით, გვერდზე 5 პოსტი ეს არის ყველაზე ოპტიმალური რაოდენობა. ამასთან, ბრენდებმა რამდენი პუბლიკაციაც არ უნდა დადონ გვერდზე, მათზე წვდომა მაინც მცირდება.
კვლევის ავტორებმა ასევე მოახდინეს გვერდების ძირითადი კატეგორიების ანალიზი და გაარკვიეს, რომ ყველაზე ცუდად საქმე მისდით არტისტებს - მათზე წვდომა 70%-ით არის შემცირებული. კატეგორიებს შორის ყველაზე შესამჩნევი ვარდნა აქვს „კინოს“ -68% და „მედია/ახალი ამბებს“ - 64%. ნაკლებად იზარალეს „ვიდეოთამაშებმა“ -51%, „ტანსაცმელი“ – 50% და „რიტეილერი“ - 49
რატომ მცირდება წვდომა?
კონკურენცია
დრეს Facebook-ზე წარმოდგენილია 80 მილიონი ბიზნეს-გვერდი, მათი 41% მოდის მცირე ბიზნესზე. ყველა ისინია არიან „ნიუსფიდში“ გამოჩენის პრეტენდენტები, რაც სულ უფრო რთულდება პუბლიკაციების გაზრდის გამო.
კონტენტის ხარისხი
ბრენდები მუდმივად აუმჯობესებენ მათ მიერ შექმნილი კონტენტის ხარისხს, ითვისებენ ვიდეოფორმატებს და ალაგებენ „ტარგეტინგს“. ეს კარგია აუდიტორიისთვის, ხოლო მარკეტოლოგებისთვის მუდმივად მაღლა სწევს თამასას.
Facebook-ის ალგორითმებისოციალური ქსელი მუდმივად ცვლიდა თავის ალგორითმს, რომელიც სულ უფრო ზრდიდა ამავდროულად „ახლო წრის“ პრიორიტეტს - მეგობრებისა და ნათესავების. ეს კი ნეგატიურ გავლენას ახდენდა ბრენდების მხრიდან აუდიტორიის მოცვაზე. ახლა ისინი არამხოლოდ ერთმანეთში ეწევიან კონკურენციას, არამედ ყველა მომხმარებელს უწევენ კონკურენციას და ყველა „ჯგუფს“.სარეკლამო სტარტეგია
იმდენად, რამდენადაც Facebook მომხმარებლებისთვის უფასოა, სოციალური ქსელი პირველ რიგში რეკლამით შოულობს ფულს. შედეგად „ნიუსფიდში“ ჩნდება ბევრი რეკლამა, რაც პოსტების აუდიტორიამდე მიღწევას ართულებს.კოკა კვირკველია