მაისში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 126.4 მლნ დოლარი შეადგინა

მიმდინარე წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 126.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 223.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 11.7 მლნ აშშ დოლარით (20.6 მლნ ლარით), ანუ 10.2 პროცენტით მეტია 2013 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.5 პროცენტი იმ 9 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1.5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 9 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 90.2 პროცენტი მოდიოდა.

ამასთან, მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.5 მლნ აშშ დოლარი (25.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 12.2 მლნ აშშ დოლარისა (20.0 მლნ ლარისა), რომელიც გასული წლის მაისში გაიგზავნა.